ბათუმში, საქართველოს ბანკის შენობაზე „კუპატა“ დახატეს.
„კუპატა“ ძაღლია, რომელიც ბავშვებს აცილებს ზებრაზე და ის ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მეშვეობით საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში, ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, როინ გუნდაძემ გაავრცელა.