ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, თბილისში, მებაღეობის ქუჩაზე, კერძო სახლის ეზოში მდებარე 10 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ლეკვები გადაარჩინეს.
ადგილზე მისულ მაშველებს ეზოში ძაღლი დახვდათ, რომელსაც თავისი ლეკვები უსაფრთხოდ და უვნებლად დაუბრუნეს.
ინიციატორის განცხადებით, ლეკვები ჭაში სამი დღე ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.