გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოჭიდავე გიორგი ტატიაშვილი, რომელიც შაქარიშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს, ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არაა.
“ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიორგი ტატიაშვილი.
აქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს”, _ აღნიშნულია განცხადებაში.