საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ახალი შემთხვევებიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 928, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 794, გარდაცვლილი – 15.