მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია, ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს.
რაც შეეხება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვრები გახსნილია და რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, მოძრაობენ რუსული ნომრის მქონე ავტომობილები, მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ან ოჯახის წევრები, რომელთა მშობლები იმყოფებიან საქართველოში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა დარჩენილი, ვინც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველო არ დატოვა.
„მათ უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ და იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“,_ განაცხადა გომელაურმა.