ცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა.
როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.