ფლორიდაში იშვიათი ტვინის მჭამელი ამებას, Naegleria fowleri-ის, შემთხვევა დადასტურდა.
BBC-ის ინფორმაციით, ერთუჯრედიანმა ამებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ინფექცია და როგორც წესი, ფატალურია.
ჩვეულებრივ, თბილ მტკნარ წყალში გვხვდება და ცხვირის საშუალებით სხეულში შემოდის.
ფლორიდას ჯანდაცვის დეპარტამენტს (DOH)– ს არ მიუთითებია, თუ სად იყო კონტაქტი ინფექციასთან ან როგორია პაციენტის მდგომარეობა.
ამება არ შეიძლება გადავიდეს ერთი პიროვნებიდან მეორეზე.
ინფექციები, როგორც წესი, გვხვდება აშშ-ს სამხრეთ შტატებში. ისინი იშვიათია ფლორიდაში, სადაც მხოლოდ 37 შემთხვევაა ცნობილი 1962 წლიდან.
ჯანდაცვის ოფიციალური პირები ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, თავიდან აიცილონ ცხვირის კონტაქტი წყალთან.
ეს მოიცავს ღია წყლის ობიექტებს, როგორიცაა ტბები, მდინარეები, აუზები და არხები, სადაც ინფექციები უფრო სავარაუდოა, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ზაფხულის თბილ თვეებში.
ინფიცირებულებს აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა და ღებინება, აგრეთვე კისერის და თავის ძლიერი ტკივილი. უმეტესობა იღუპება ერთი კვირის განმავლობაში.
DOH მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, რადგან დაავადება სწრაფად ვითარდება.
”დაიმახსოვრეთ, ეს დაავადება იშვიათია და პროფილაქტიკის ეფექტური სტრატეგიები საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ ზაფხულში საფრთხო დასვენება და ცურვა“, – ამბობენ DOH– ში.
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი ინფექცია იშვიათია.