სურამში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.