თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც აია-სოფია მეჩეთად გამოცხადდება.
თურქეთის პრეზიდენტმა, შესაბამისი განკარგულება TWITTER-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სტამბოლში მდებარე წმინდა აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა.
მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაეკარგა და მეჩეთად გადაკეთებულიყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, რო ტაძარი მეჩეთად არ გადაეკეთებინათ. პომპეოს, აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამონისტრომ გააკრიტიკა.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესამასი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.