სასწორი
მიჩნეულია, რომ ძველბერძნული ღვთაების, თემიდას კულტსა და სასწორის ნიშანს შორის გარკვეული კავშირია. თუ გავიხსენებთ თემიდას გამოსახულებას, თვალები აქვს ახვეული, ხელში კი სასწორი უჭირავს როგორც სამართლიანობის განსაზღვრის სიმბოლო.. თუმცა გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, “ბრმად” იღებს… იგივე შეიძლება ითქვას ზოდიაქოს ნიშნით სასწორზე.
ეს ადამიანები, ზოგადად, უკონფლიქტო ბუნებით და მშვიდობიანობის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ ხმაური და აურზაური მათში ერთგვაროვნად იწვევს დისკომფორტს და გაღიზიანებას. სასწორი არასოდეს კამათობს მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან გამომდინარე. მას ახასიათებს, მოდავე მხარეების შეხედულებებს გაეცნოს და ორივე კუთხით შეხედოს სიტუაციას. ამიტომაც შეუძლია ამ ხალხს, ობიექტურად გამოიტანოს დასკვნა და არც ერთი ოპონენტის მხარე არ დაიჭიროს ერთპიროვნულად.