საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.
8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, – ამის შესახებ
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი კი დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტებია.
მისივე ინფორმაციით, ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც – 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები.
ქვეყანაში კორონავირუსი სულ 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.