სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ, _ ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. სერბეთის ხელისუფლებას სურდა საზღვარგარეთის დაწესება ბელგრადში, SARS-CoV-2 ინფექციების რაოდენობის ზრდის გამო. დაიწყო საპროტესტო აქციები და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნები.
მომიტინგეების ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. როგორც გამოცემა წერს, სერბეთის დედაქალაქში, საპროტესტო აქცია პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ იმართება, რომელმაც კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა. ორდღიანი პროტესტების შემდეგ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვლა, თუმცა, საპროტესტო აქციები მაინც იმართება.
დემონსტრანტების ჯგუფი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. ამას წინ უძღოდა შეტაკება პოლიციასთან. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მას შემდეგ გამოიყენა, როცა მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას და სამართალდამცავებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ.
eutsche Welle-ს ინფორმაციით, აქციაზე 70-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცველები და დემონსტრანტები, ასევე ჟურნალისტები.