აშშ-ში, ინდიანის შტატის სასამართლომ მკვლელობისთვის გასამართლებულის სიკვდილის დასჯა გადადო, რადგან დაზარალებული ოჯახის წევრებს კორონავირუსის გამო მისი გარდაცვალების საყურებლად ჩასვლის ეშინიათ, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, მსჯავრდებული დანიელ ლი ორშაბათს უნდა დაესაჯათ, რომელიც არკანზასის სასამართლომ 3 ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ _ იარაღით მოვაჭრის, მისი ცოლის და 8 წლის ქალიშვილის.
BBC-ს ინფორმაციით, ბავშვის 81 წლის ბებიამ, ერლენ პეტერსონმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე ჩასვლით COVID-19-ის ინფიცირების რისკის გაზრდა არ სურდა. მანამდე ქალმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც მიმართა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და სასამართლო განჩინება გაასაჩივრა.
უწყებაში აცხადებენ, რომ სიკვდილით დასჯა, მნიშვნელოვან დაგეგმვასა და ათეულობით პერსონალის გადაადგილებას საჭიროებს, რაც პრობლემას ქმნის