კირჩხიბი
ზოდიაქოს ყველაზე აქტიური და ცნობილი წუწუნაა.
ხშირად გარშემომყოფებისთვის თავის შეცოდების გარეშე, უბრალოდ, არ შეუძლია.
თუმცა რეალურად არასოდესაა ისე ცუდად, როგორც ხატავს ხოლმე სიტუაციას.
ფაქტების და მოვლენების დრამატიზების დიდოსტატია. კიდევ კარგი, მისი ეს უხასიათობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული.
ამიტომ შეიცვლება მთვარის ფაზა და შეიცვლება კირჩხიბის ხასიათიც. შესაბამისად, დღეს თუ ხმით მოთქვამს საკუთარი უბედობის გამო, ხვალ გულიანად მოკისკისეს შეიძლება გადააწყდეთ სადმე.