სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმა თურქეთი რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებაში დაადანაშაულა _ ამის შესახებ პაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პაშინიანის თქმით, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს პროვოკაცია და სომხეთის სასაზღვრო ძალებს შეუტიეს: „რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევის გამო ბაქო პასუხს აგებს“, _ თქვა სომხეთის პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თურქეთმა სრულად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებს.
„ბაქო, საზღვარზე მდგომარეობის გამწვავების დახმარებით ცდილობს უკანა პლანზე გადაიტანოს საკუთარი შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემები. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ამჟღავნებს აშკარა სიძულვილს ადამიანთა სიცოცხლის, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედროების მიმართ, აგზავნის რა მათ უპერსპექტივო მოქმედებზე.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება“, _ თქვა პაშინიანმა.