გამორჩეული ხელოვანი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურა ხვედელიძის როგორც ხელოვანის, რეჟისორის, თეატრალის – მოღვაწეობა ხალხური შემოქმედების სახლში დაიწყო და 40 წელზე მეტი ემსახურა სახალხო თეატრების მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების საქმეს.
მას სულ ცოტახნის წინ, იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
შემოქმედებითმა კავშირმა-საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბატონი ზურა “ამაგდარი” -ს წოდებით დააჯილდოვა.