ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა.
ლევან გორგაძე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკას უნდა შეხვედროდა, თუმცა, იაპონელმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვეღარ შეძლო.
ამრიგად, ტოჩინოშინს 5 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
ხვალ, გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა, იშიურა იქნება.