ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ ბრალი ედებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღებაში. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების აუდიო და ვიდეო ფარული ჩაწერა.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატიურად ყიდიდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.