წლის ბოლოს 1 და 2-თეთრიანი ნომინალის მონეტები სტატუსს დაკარგავს, 2022 წელს კი მიმოქცევიდან ამოიღებენ.
ამ მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა განსაზღვრული. იმ პირებისთვის, ვინც 1 და 2 თეთრიანების მფლობელი ჯერ კიდევ იქნება, 2021 წლის ბოლომდე, ექნებათ საშუალება საქართველოში მოქმედი კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით მონეტები გადაცვალონ, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით იქნება შესაძლებელი 1 და 2 თეთრიანი მონეტების გადაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მაღაზიებში ცვლილების შეტანის წესი საქართველოში ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვარს. წესის თანახმად, 1- და 2-თეთრიანი მონეტები მრგვალდება 0-მდე, ხოლო 3,4,6 და 7 თეთრი მრგვალდება 5-მდე. ახალი წესი გადახდაზე გამოიყენებოდა მხოლოდ ფულით გადახდისას.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკში აცხადებენ, ეს წესი არ გულისხმობს ფასების ცვლილებას პროდუქტებსა და მომსახურებაზე.
ცნობისთვის, 1 და 2-თეთრიანი მონეტები გამოიცა 1993 წელს.