ვერძი
პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძის ხასიათში ისეთი თვისებების არსებობას უზრუნველყოფს, როგორებიცაა სიხისტე, აგრესიულობა, უტაქტობა და იმპულსურობა.
ამიტომ ვერძთან რომანი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე.
უნდა იცოდეთ, როცა ამ ნიშნით დაბადებულ ქალთან ან კაცთან სასიყვარულო კავშირს აბამთ, რომ თქვენი ურთიერთობები მშვიდი არასოდეს იქნება.
ვერძისთვის პერიოდულად ჩხუბი და მერე ისევ შერიგება ჩვეულებრივი ნორმაა. გარდა ამისა, იცოდეთ – ამ ადამიანს რომ თავი დიდი ხნით შეაყვაროთ, აუცილებლად უნდა იყოთ მისთვის გარკვეულწილად მიუწვდომელი.