საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 168 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს, გარდაცვლილია – 17 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია – 6596, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 327 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.