დღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარების სია ოფიციალურად წარადგინა, რითაც პარტიამ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს საკუთარი თავი, თუ სად იბრძოლებენ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.
ბოკერია სენაკი-ფოთი-ხობის საარჩევნო ოლქში შეეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას, ხოლო გიგი უგულავა ზუგდიდში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.