გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.