საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი.
გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ადამიანი.