მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა არ დაიცავს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სათანადო წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
„თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს – არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას – ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემბერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, – განაცხადა ტიკარაძემ.