თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღესდღეობით კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 კრიტიკულია.
„82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია.. გუშინ იყო 8. ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.