მოჭიდავე და ფეხბურთელი, ძმები ლომაძეები ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა ძმები ლომაძეების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჭიდავე და ფეხბურთელი, ძმები ლომაძეები პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები პატიმრობის შეცვლას 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ იური ლომაძე, მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი, 28 ივნისს ბათუმში მომხდარ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი მოქალაქე იძულების წესით გაიტაცეს და ოზურგეთის რაიონის, ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ სახლში აწამეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა.