ოთხშაბათს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობის მცდელობა აქციოს დასავლეთის ალიანსი განტევების ვაცად, არასწორია, ისევე როგორც საპროტესტო აქციების დარბევა იყო “არასწორი და გაუმართლებელი”.
“არ არსებობს ნატოს სამხედრო მშენებლობა რეგიონში, ასე რომ, ბელარუსში რეჟიმის ნებისმიერი მცდელობა ნატოს საბაბად გამოიყენოს და საკუთარ ქვეყანაში მომიტინგეები დაარბიოს აბსოლუტურად არასწორი და გაუმართლებელია,” განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
სტოლტენბერგმა ბელარუსს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მოიპოვა, რასაც ვითარების დაძაბვა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.