რუსეთმა ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაძევებულ დიპლომატს ბრალად ჯაშუშობა ედება.
,,ჩვენმა საელჩომ მოსკოვიდან შეგვატყობინა, რომ რუსეთის საგარეო მინისტრის გადაწყვეტილებით, ნორვეგიის დიპლომატი ქვეყანას ტოვებს.
გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა, ჩვენს დიპლომატს არანაირი წესი არ დაურღვევია“, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ნორვეგიამ რამდენიმე დღის წინ, რუს დიპლომატს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და ქვეყნიდან გააძევა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ ნორვეგიელი დიპლომატის გაძევება აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა.