მესამე დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის იპოდრომის ტერიტორიაზე იმართება ტრადიციული გრანპრის გათამაშება ცხენოსნობაში.
ცხენოსნები, აბაშის, ბათუმის, ჭალადიდის, ჩოხატაურის საცხენოსნო სპორტული კლუბების წარმომადგენლები. გამარჯვებულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია დააჯილდოვებს პრიზებითა და ფულადი ჯილდოებით.
შეჯიბრი ეძღვნება მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ასევე ეროვნული სპორტული სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში.
გუნდურ ჩათვლაში ამ ეტაპზე სამტრედიის გუნდი ლიდერობს.