საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1462 შემთხვევაა დადასტურებული. 1196 განიკურნა. 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.