კერძო ბაღების ასოციაცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს და დაწესებულებების სექტემბერში გახნის უფლებას ითხოვს.
“ჩვენთვის მისაღები იყო ის რეკომენდაციები რაც შემოგვთავაზა მთავრობამ, მაგრამ მოხდა ისე, რომ დროში გადავადება კიდევ ერთი თვით გაიწელა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ჩვენი სეგმენტის გახსნა 3 სექტემებრს და დღევანდელი მოთხოვნაც იგივეა. შემდეგ კი ეტაპობრივად მომდხარიყო ბაღების გადამოწმება, – თქვა გიორგი ქალიაშვილმა, საქართველოს კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენელმა.
გიორგი ქალიაშვილის თქმით, ბაღებს პრობლემები ექმნებათ მეიჯარეებთანაც, რომელთათვისაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი აღდგება სკოლებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი თებერვალში შეწყდა. გარდა ამისა, აქმადე აკრძალული იყო მასობრივი ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, სპორტული შეჯიბრები, კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, ტრენინგები და კონფერენციები.