დღეს, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია სლოგანით _ ,,პუტინო, დალიე ჩაი“ გაიმართა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters – ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვლადიმერ პუტინის მმართველობა, რეგიონში პოლიტიკური კრიზისის მიმართ პუტინის დამოკიდებულება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის ფაქტი გააპროტესტეს.
აქციაზე დემონსტრანტები სკანდირებდნენ _ ,,პუტინო, დალიე ჩაი“ , რითაცც ისინი ნავალნის საქმეზე მიანიშნებნდენ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, აეროპორტის კაფეში ჩაის დალევის შემდეგ, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. ამ დროს ნავალნი მოსკოვიდან ციმბირის ქალაქ ომსკში მიფრინავდა.
როგორც ცნობილია, ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები 9 ივლისის შემდეგ იმართება. მას შემდეგ, რაც რეგიონის გუბერნატორი სერგეი ფურგალი რამდენიმე წლის წინ მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.