“გრანტების ცვენაა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ჩვენმა მედალოსნებმა (და არა მარტო) სხვადასხვა უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა, _ ამის შესახებ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე დაიწერა.
როგორც გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
1. გიორგი მეგრელიძე _ 100%, თავისუფალი უნივერსიტეტი;
2. მარიამ ჩხატარაშვილი _ 100%, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
3. მარიამ კილაძე _ 100%,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
4. მარიამ დავიდოვა _ 70%,თავისუფალი უნივერსიტეტი;
5. ვალერიან სოსელია _ 50%, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
6. ნინო სუხიაშვილი_50 %, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
7. მარიამ ბურჭულაძე _50 %, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
8. მარიამ ბერიშვილი _ 50 %, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ:
1. მარიამ აბაშმაძე _ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2. ნიკა მამალაძე _ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
3. სალომე ჩხარტიშვილი–ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4. მაყვალა მიქაბაძე _ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
5. მარიამ ნაკაიძე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
6. მარიამ ვასაძე _ თბილისის სახელმწიფო აკადემია;
გილოცავთ თქვენ, ჩვენო ნიჭიერებო, თქვენს მშობლებს, ოჯახებს, სკოლას , ოზურგეთს და სრულიად საქართველოს, _ აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.