„საარჩევნო ცვლილებები, ზომების გამკაცრება, თუკი ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა არჩევნების წინ, არც უნდა იყოს საჭირო დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მიერ, ამის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, რომ პასუხი გავცეთ მათ ამ ბრალდებებს და არა მარტო ბრალდებებს. ზოგადად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე იყო გუშინ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება არა მარტო განწყობილია არამედ, სრული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved