საკონდიტრო „დონა“, რომლის თანამშრომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში,“ – ნათქვამია საკონდიტროს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.