მორიელი
მორიელები ექსტრემალურ სიტუაციაში პირველები მიდიან დასახმარებლად. მაშველები, მეხანძრეები, სამხედროები, ქირურგები, რეანიმატოლოგები – ეს სწორედ ის პროფესიებია, რომლებსაც ხშირად ირჩევენ მორიელის ნიშნის წარმომადგენლები.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ყველაზე ვნებიანი შეყვარებულები არიან. თუ შენი პარტნიორი მორიელია, ჩათვალე, რომ გაგიმართლა. თუმცა აუცილებელია სიყვარულში თანხვედრაც. მამაკაც მორიელებს ყველაზე ჰარმონიული ურთიერთობა უყალიბდებათ წყლისა და დედამიწის სტიქიის ქალებთან. ყველაზე ,,ცხელი” არის მორიელისა და კუროს წყვილი.
მორიელები ყოველთვის ცდილობენ სამყაროს სრულყოფას. დედამიწის პროგრესი დაკავშირებულია სწორედ მათ უკმაყოფილო და კრიტიკულ ხასიათთან. რომ გაიგო, როგორ სჭირდები მორიელს, უნდა განსაზღვრო იმით, თუ რამდენად ბევრს გაკრიტიკებს ის. თუ მამაკაცი შენი გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის, ესე იგი, გულგრილი არ არის.
ასეთ ადამიანთან ყოველთვის შეიძლება გულახდილი საუბარი და დარწმუნებული იყავით, რომ არავის არაფერს მოუყვება. ძლიერი ინტუიციის წყალობით, მორიელები საუკეთესო ფსიქოლოგები ხდებიან.
მორიელების გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ დიდი მშენებლობები, უდიადესი მიღწევები და გრანდიოზული გამარჯვებები. ისინი მთლიანად ეძლევიან იმ საქმეს, რითიც არიან დაკავებულები და სულ მზად არიან გმირობის ჩასადენად.