ჩოხატაურში კორონავირუსი დადასტურდა _ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პირველადი ტესტირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობლის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“პირველადი ტესტირებით, გოგონას კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი გადაყვანილია ბათუმში და მიეკუთვნება “დონას” ე.წ. კლასტერს. მას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება, მაგრამ იმავე შედეგს ველოდებით”, _ გვითხრა ჩოხატაურის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ნატო ჯიბუტმა.