საკარანტინო სივრცეებში ყოფნის დღეების რაოდენობა 14-დან 8 დღემდე შემცირდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, 8 დღის შემდეგ უცხოეთიდან შემოსულმა ადამიანებმა უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტირება, მე-9 დღეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს, 12 დღის თავზე კი მათ განმეორებითი PCR-ტესტირება უნდა ჩაიტარონ.
გახარიას განცხადებით, საკარანტინო დღეების რაოდენობის შემცირებით უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათ მოქალაქეებს.