"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირებულები დედა და შვილი არიან. ორივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა ლაითურში მცხოვრებ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დადასტურდა.