გურიამ კორონავირუსთან მიმართებაში მწვანე ზონის სტატუსი 4 სექტემბერს დაკარგა.
ამ დროისთვის გურიაში კოვიდ 19-ის სულ 9 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, დანარჩენი 7 კი ოზურგეთში _ 2 დაბა ნასაკირალში (დედა-შვილი), 3 _ დაბა ლაითურში, 1 _ სოფელ ასკანაში და 1 _ სოფელ ბაღდადში.
როგორც დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ცენტრში ამბობენ, აღნიშნული შემთხვევები ბათუმში ფართომასშტაბიანი ქორწილის კლასტერს უკავშირდება.