საარჩევნო ადმინიტრაციის მოწოდება არის, რომ ყველა ამომრჩეველს მაქსიმალურად ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლება და არსებული პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით ვეცდებით, რომ ყველა ამომრჩეველს თავისი უფლების რეალიზებაში ხელი შევუწყოთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვერ წარმომიდგენია, რომ კარანტინში მყოფ პირებს რამენაირად შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ“, _ განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.