ბახვში ჩატარებული ეპიდკვლევის პასუხები უარყოფითია,_ამის შესახებ „გურია ნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში ქორწილი გადაიხადა. ქორწილის შემდეგ კი თბილისელ, ახლო ნათესავ ქალბატონს, რომელიც მედიკოსია, კორონავირუსი დაუდგინდა.