მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინავიო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სრული კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
მისი თქმით, დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორები არის უფრო მეტად მომზადებული.
„კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი შევიკავოთ მაქსიმალურად არასაჭირო თავშეყრებში მონაწილეობისგან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.