ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 14 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოკვლევა დაიწყო.
ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, კომისიის შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც დღეს ასევე აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.
“საარჩევნო ადმინისტრაცია მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირების თაობაზე უახლოეს მომავალში გაგაცნობთ”,_ აცხადებენ ცესკოში.
ამავე თემაზე:
„ნაცმოძრაობის“ წევრებმა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხინკლები მიიტანეს