საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირების 182 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 129 და აქედან ბათუმში -114, 11- ქობულეთი, 3- ქედა და 1 -შუახევი, თბილისი -34, იმერეთში -11, რუსთავში -4, გურია- 3 და კახეთში -1.
ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში 1 657 პაციენტი მკურნალობს.