ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთის მასშტაბით 1132 ნიმუში იქნა აღებული, აქედან 11 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფორმაცია დღეს დილით ჟურნალისტებთან ბრიფინგზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გააჟღერა.
,,თერთმეტი შემთხვევიდან, ძირითადად, 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს, ნაწილს აჭარაში მოგზაურობის ისტორია უდასტურდება, ასევე გამოიკვეთა ჭიათურის კლასტერი. ეს ადამიანები წუხელვე გადაიყვანეს კლინიკებში, მათი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირებულების ყველა კონტაქტი შესწავლილია”,_ განაცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.