ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ის ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ კი კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი, 80 წლამდე ქალი გარდაიცვალა, რომელიც ასევე ბათუმიდან იყო.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 22 ადამიანია.