იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა:
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 1324 ტესტი ავიღეთ, საიდანაც 14 დადასტურებული შემთხვევა გამოგვივლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდება ქუთაისის ცნობილ კლასტერებს. ამ ადამიანებიდან ნაწილი იყო თვითიზოლაციაში, ნაწილი-კარანტინში. ნაწილი ახალი შემთხვევაა, რომელთა წყაროები დადგენილია. წუხანდელი მონაცემებით იმერეთის კლინიკებში 88 პაციენტი მკურნალობს.”