გურიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია. 6 შემთხვევიდან 5 ფაქტი დაბა ლაითურში დაფიქსირდა. დაინფიცირებულებიდან ორი მოზარდია, ერთი ფაქტი კი სოფელ შრომაშია.
ცნობისთვის, საქართველოში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 გამოჯანმრთელდა.